Fitnesspartner.ge კონფიდენციალურობის პოლიტიკა


პრეამბულა

წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე, Fitnesspartner.ge არეგულირებს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს და უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, Fitnesspartner.ge გპირდებათ, რომ იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენებს მათ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვას.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები


ა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ხართ თქვენ, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება Fitnesspartner.ge-ს ვებ-გვერდის მეშვეობით განახორციელოთ ვებ-გვერდზე  განთავსებული პროდუქტის ონლაინ შეძენა ან/და მოითხოვოთ სხვა მომსახურების გაწევა.


ბ. თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის Fitnesspartner.ge.


  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი


  1.  Fitnesspartner.ge ამუშავებს მონაცემებს მომხმარებლის შესახებ იმისათვის, რომ მიიღოს შეკვეთა, შესთავაზოს და მიაწოდოს პროდუქტი. ინფორმაცია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მომხმარელისგან შეგროვდეს და დამუშავდეს არის:


  1.  Fitnesspartner.ge-ს ვებ-გვერდის ვიზიტის, ასევე ცალკეული საქონლის მახასიათებლების დათვალიერების შემთხვევებში, Fitnesspartner.ge არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

  2. პერსონალური მონაცემები შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს თქვენთვის პროდუქტის მიწოდების პრობლემების შემთხვევაში, ასევე თქვენი საჩივრებისა და თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის საგარანტიო პრეტენზიების დასამუშავებლად. გარდა ამისა, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მიაღწიეთ ონლაინ შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ ასაკს.

  3.  Fitnesspartner.ge ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების დამუშავება. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან, მაგალითად, როგორიცაა ბარათითი გადახდა, ინერნეტ განვადება, საბანკო გადარიცხვა. აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.

  1. პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა

  1. Fitnesspartner.ge ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს Fitnesspartner.ge ქვეკონტრაქტორებისათვის, რამდენადაც ეს საჭიროა თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.


  1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

  1.  თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება თქვენს მიერ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში და მათი შენახვა ხდება იმ ვადით, რამდენადაც არსებობს რეგისტრირებული ანგარიში. თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება, როგორც კი გაუქმდება თქვენი ანგარიში. გარდა ამისა, მონაცემები წაიშლება, თუ თქვენ გააუქმებთ თქვენს მიერ გაცემულ თანხმობას პერსონალურ მონაცმეთა დამუშავებაზე ან თქვენ მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას და მონაცემთა Fitnesspartner.ge კანონმდებლობის  მოთხოვნების მიხედვით არ საჭიროებს მონაცემთა შენახვას.

  2.  თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება ანგარიშის გახსნის გარეშე პროდუქტის შეძენის შემთხვევაში და მათი შენახვა ხდება იმ ვადით რა ვადაც საჭიროა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.


  1. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები

  1. თქვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ:

გასაჩივრების უფლება. Fitnesspartner.ge-ს მიერ თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (მის: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. #7, ელ. ფოსტა: office@stateinspector.ge) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, ელ. ფოსტა: tccinfo@court.ge) და გაასაჩივროთ Fitnesspartner.ge მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თქვენ უფლება გაქვთ, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე;


  1. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

7.1. Fitnesspartner.ge პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომები და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.


  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი


  1.  Fitnesspartner.ge-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.


  1.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ ხართ ვალდებული მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ თქვენ ვერ შესძლებთ ან სრული მოცულობით ვერ შესძლებთ Fitnesspartner.ge-ს ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლიან შეძენას ან/და სხვა მომსახურების მიღებას.


პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა

გავეცანი Fitnesspartner.ge-სკონფიდენციალურობის პოლიტიკას და ვაცხადებ თანხმობას, რომ Fitnesspartner.ge-ამ დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები აღნიშნული პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.